არქივი
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა, ეს პარლამენტის საქმე არ არის - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კახეთში გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობის შიდა ამბებსა და პერსონებზე საუბარი არ ყოფილა.
„კაჭრეთში იმართება სემინარი და აქ არ ყოფილა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის შიდა ამბებზე, არც პერსონებზე. უმრავლესობის სხდომა საგაზაფხულო სესიამდე გაიმართება და იქ იქნება სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ კითხვები არსებობს მოსამართლეების სიაზე საზოგადოებაში და უნდა გაეცეს პასუხი.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა, ეს პარლამენტის საქმე არ არის. ჩვენი საქმეა, ვიმსჯელოთ ყველა კანდიდატზე ინდივიდუალურად და მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაძლიერება”, – განაცხადა მდინარაძემ
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

