უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2020 12:50
font-size

ვახტანგ გომელაურმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებსა და მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებებს, ყოველთვის ჯანმრთელები დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში. მეხანძრე-მაშველი არის ნომერი ერთი, რომელსაც ყველა მოქალაქე პატივს სცემს, ყველას უყვარს.

მესმის, ძნელია, რთულია, ჩვენც ძალიან განვიცდით, პირდაპირ, გულით მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა ღონისძიებაზე ბატონი თემური ინფორმაციას მაწვდის, ფოტოებით, რა მდგომარეობაც არის და მე, რა თქმა უნდა, ბატონ პრემიერს ვაყენებ საქმის კურსში. როცა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვთქვათ, დიდი ხანძარია, ან მყვინთავები სიცოცხლის გადარჩენაზე მუშაობენ, ყველა განვიცდით და როცა დამთავრდება, ნამდვილად ბედნიერები ვართ.

ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. მართლა გულით გეუბნებით, ერთ-ერთი საამაყო, წარმატებული სამსახურია, როდესაც გადავარჩენთ ვინმეს, ამაყი დავდივარ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა სამსახურში განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული სამსახურისთვის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი დააჯილდოვა.
სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი დაჯილდოვდა მეორე ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

მედალი -„მამაცობისთვის“ გადაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს – ანდრე ქუჯაიძესა და ლაშა თვაურს.

ასევე დაჯილდოვდნენ მეხანძრე-მაშველები: იოსებ მორჩანოვი, იური ლაშქარაშვილი, გიორგი კვაჭანტირაძე, სერგო მურჯიკნელი, ალექსი მახათაძე ედიშერ მარსაგაშვილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელი ხაზის ოპერატორს, გვანცა ჩადუნელს გადაეცა მედალიონი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა - საქსტატი

23 იანვარი, 2026 , 11:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 20

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

23 იანვარი, 2026 , 11:02

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის

ინდურ სამზარეულო „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

22 იანვარი, 2026 , 16:30

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო, ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ცნობით, ბ

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება

22 იანვარი, 2026 , 11:59

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიც

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

22 იანვარი, 2026 , 11:41

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა. განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობ

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21 იანვარი, 2026 , 17:40

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი