პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას. კიდევ უფრო წასახალისებელია ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს „ -აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

