უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

28 ნოემბერი, 2018 16:30
font-size

ვაშაძე და `ნაციონალური მოძრაობა` იტყუება - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს და მათ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება.

როგორც მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ ცრუ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თითქოსდა მარნეულის 21-ე უბნის გარეთ ხდებოდა ხმის მიცემა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, ხმის მიცემა ხდებოდა არა მარნეულის 21-ე უბნის გარეთ, არამედ ვარა ძიგოშვილის ოჯახში, სადაც გადასატანი ყუთი მიიტანეს.

„ტყუილი ნომერი პირველი, საზოგადოებამ ნახა გიორგი ვაშაძის ბრიფინგი, სადაც მან გამოამზეურა ვიდეო მარნეულიდან და თქვა, რომ საარჩევნო უბანზე ხდებოდა ეს, უბნის გარეთ ხდებოდა ხმის მიცემა, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დარღვევაა. სინამდვილეში, საუბარია გადასატან ყუთზე. ეს კადრები არ არის ჩაწერილი საარჩევნო უბნის გარეთ, ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" იტყუება. ეს კადრები ჩაწერილი არის ქალბატონი ვარა ძიგოშვილის ოჯახში. გადასატან ყუთს თან ახლდა ენმ-ის წარმომადგენელი ქალბატონი მაია ნასყიდაშვილი, რომელმაც გადაიღო ეს კადრები და ბუნებრივია, იმ ადამიანის ნების შესაბამისად ხდება ხმის მიცემა, როგორც მას უნდა", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სიცრუეა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ყალბი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის მცდელობა იყო.

„ორივე შემთხვევაში საუბარია, მამა-შვილ ჩაკვეტაძეებზე, და მამა-შვილ შენგელიებზე. ერთ შემთხვევაში, მამა - ზურაბ ჩაკვეტაძე, რომელიც დაბადებულია 1948 წელს და მას ჰყავს შვილი, რომელიც დაბადებულია 1993 წელს, ისიც ზურაბ ჩაკვეტაძეა. ერთ-ერთი მათგანი იყო მისული და ენმ ცდილობს საზოგადოებას მოატყოს, თითქოს მას ჰქონდა ყალბი პირადობის მოწმობა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ ასევე ტყუილია ის კადრები, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმთან დაკავშირებით გაავრცელა, სადაც თითქოს არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს არიგებენ.

"სამწუხაროდ, აბაშაში დაფიქსირდა მართლაც დარღვევა, რომელიც საკრებულოს დეპუტატმა ჩაიდინა. ვინც არ უნდა იყოს ეს, ჩვენი წარმომადგენელი იქნება თუ სხვისი, უნდა ვთქვათ, რომ ადეკვატურები უნდა ვიყოთ. ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა, ამასთან დაკავშირებით დაიწყო შსს-მ გამოძიება," - განაცხადა მდინარაძემ.

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ