უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2020 10:30
font-size

ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი იმისა, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე არსებობდა დინამიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე დავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში.

ქვეყანაში არის ფართო შიდა გადაცემა დაწყებული. ეს რას ნიშნავს? – ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს გვერდით არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები, ისინი გადამდები ხდებიან უკვე სიმპტომების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ანუ შეიძლება იმ დღეს არაფერი ჰქონდეს. როდესაც მცირედ გამოხატული სიმპტომები აქვთ, უკვე გადამდები არიან. ასეთები დღეს ჩვენს გარშემო არიან. ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან, ამიტომ ვამბობთ ამდენი ხანია, რომ შიდა გადაცემა დაიწყო. ყველა ეს ღონისძიება რატომ ტარდება, რადგან შიდა გადაცემა უკვე დაიწყო. გავიგოთ ეს, რომ ჩვენ გარშემო არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ არიან ინფიცირებულები. ისინი მოვლენ თქვენთან სტუმრად და თქვენ გაგხდიან ყველას ავად. ისინი მივლენ ეკლესიაში და გახდიან იქ ყველას ავად. გავიგოთ ეს“,- განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, ხელისუფლებას ურჩევს თუ არა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს, პაატა იმნაძემ აღნიშნა:

„თუ ხალხს არ ესმის ის, რომ სახლში უნდა იყვნენ, იძულებულები გავხდებით. ეს ხომ ნორმალურია, მთელმა დასავლეთ ევროპამ ხომ გააკეთა ეს არა? სახლიდან გამოსვლას უკრძალავდნენ ადამიანებს, ეს გვინდა საქართველოშიც, იძულებული ვხდებით ეს ვურჩიოთ ხელისუფლებას“.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველა უნდა დარჩეს სახლში, დღეს მეტი გამოსავალი არ არის.

„ჩემი, როგორც პაატა იმნაძის, ერთი უბრალო ექიმის მოწოდება ყველასადმი, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ, სახლში დარჩით. მეტი გამოსავალი არ არის, თუ გინდათ, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, თუ გინდათ, რომ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ