უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ივნისი, 2018 17:00
font-size

ვერ შევაფასებ სერგი კაპანაძის გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემში გაურკვევლობას იწვევს - ზვიად ფხაკაძე

სერგი კაპანაძის გუშინდელი განცხადებები ჩემში გაურკვევლობას იწვევს, - განუცხადა ჟურნალისტებს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

მისი თქმით, მარტივი ლოგიკაა, კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, წინასწარ გამოთქვა პოზიცია.

“რაც შეეხება მ.კ-ს პასუხისმგებლობის საკითხს, მე ცალსახად ვადასტურებ და ვაფიქსირებ, რომ კონკრეტული პირის თანამონაწილეობა როგორც თანააღმსრულებლად გამოძიების ან სასამართლო განხილვის სტადიაზე არ გამოკვეთილა. თუ რატომ აკეთებს ბატონი სერგი ასეთ განცხადებას, ვერ მოგახსენებთ. მარტივი ლოგიკაა, კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ანუ წინასწარ გამოთქვა პოზიცია. მე ვერ შევაფასებ ბატონი სერგის გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემში გაურკვევლობას იწვევს. არ გამოკითხულა კომისიის მიერ კონფლიქტის მონაწილე პირები, საქმის გამომძიებლები, ექსპერტები, რომლებმაც შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. პირველი პირის გამოკითხვა, ანუ ჩემი გამოკითხვა არ არის დასრულებული და გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა სხვა პირების გამოკითხვა თუ კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება? რაც შეეხება თანამონაწილეობის ფორმებს, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. რამდენადაც ვიცი, კომისიის ყველა წევრი არ არის იურისტი. ის ადამიანი, რომელიც ახორციელებდა დავით სარალიძეზე დაზიანებების მიყენებას, ის ვერ ხედავდა კალანდიას მოქმედებებს, ანუ მათ შორის საერთო განზრახვა და მიზანი ფაქტობრივად არ არის. თავად მ.კ. არა ცდილობდა დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენებას, არამედ მისი მიზანი იყო დაეშორებინა ან გაეშველებინა მოჩხუბარი მხარეები ერთმანეთისთვის“, - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებებს კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის გამოყოფაზე, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოყოფილი იქნა ძირითადი ანუ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. მკვლელობის საქმეში ვგულისხმობ იმ საქმეს, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ხსენებული პირის დაზიანებასთან დაკავშირებით საჭირო და გადაუდებელი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზები ტარდება“, - განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გუშინ გამართული საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დისკუსიის შემდეგ შეგროვდა უკვე საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.