უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველ მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა - ზაალ უდუმაშვილი
,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილის ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა, რომლის თანახდამაც, თბილისის მერის არჩევნებში,,ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
,, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც ,,ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და თბილისელების წინააღმდეგ.
ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ეგზიტპოლები, რომლებიც გამოქვეყნდა ეს არის 6 საათის მონაცემები და 6 საათიდან 8 საათამდე ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ იყო ხალხის ნაკადი და შეიძლება სურათი შეიცვალოს.
გარდა ამისა, ეგზიტპოლს თავისი ცდომილებაც გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვერავინ ვერ დამაჯერებს მე, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველ მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა.
ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას , რომლებიც წარმოდგენილნი არიან კომისიებში და უშუალოდ უბნებში იმყოფებიან, დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები, დავიცვათ ცენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ასეთი ტოტალური გაყალბების საშუალება ,,ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ენმ-ს საარჩევნო შტაბშ
ნინო ექვთიმიშვილი