არქივი
პოლიტიკა
ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდის გადახალისება საჭირო იყო - დიმიტრი ცქიტიშვილი
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რამდენიმე მინისტრი თანამდებობაზე აღარ დარჩება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე.
მისი შეფასებით, საჭირო იყო ეკონომიკური გუნდის გადახალისება.
„ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდის გადახალისება საჭირო იყო“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი შეფასებით, მმართველ გუნდში ბევრი რესურსი და ალტერნატივაა მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისთვის.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა სოციალურ პოლიტიკაზე კონცენტრირება, რათა დახმარების პოლიტიკიდან ქვეყანა სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკაზე გადავიდეს, რათა ყველა ოჯახმა იგრძნოს ეკონომიკური წარმატება.
დეპუტატმა ნდობა გამოუცხადა პრემეირობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს და განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარს დაუჭერს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

