უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ვიკითხოთ, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა? - სალომე ზურაბიშვილი
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენისას მედიას მიმართა და კითხვების დასმისკენ მოუწოდა, თუ რატომ არ მოუსმინა მაშინდელმა ხელისუფლებამ პარტნიორებს და რატომ არ გამოაცხადა აგვისტოს ომის დროს რუსეთი აგრესორად.
გარდა ამისა ის გამოეხმაურა ოპონენტთა კრიტიკას, რომ მისი განცხადებები, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ,ქვეყანას აზარალებს და „მოღალატეობრივია“.
„ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ.
თუ ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს და არ ვხმარობ და კიდევ მერიდება, რომ ვიხმარო იმათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და ცხინვალის რეგიონი და კონფლიქტური ზონა ვინ გააფართოვა, სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა?
ვინ დატოვა კოდორში მთელი ჩვენი იმდროინდელი შეიარაღება, ძვირადღირებული და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ამ კითხვებზე როცა გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ იქნება გასაცემი. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, მე ვიქნები პრეზიდენტი თუ ვინ იქნება, მაგრამ მე ვიქნები, არის დამოკიდებული სხვა რამეზე, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენს დანაშაულებზე, ჩვენი ხელისუფლების, რაც არის ჩვენი, სამწუხაროდ, ასე არის. ვიცოდეთ რეალობა იმიტომ, რომ ჩვენ წინ გვაქვს მომავალი, ჩვენ ამ მომავალში უნდა არა მხოლოდ საქმე ვაკეთოთ, არა მხოლოდ ეს ქვეყანა გავაძლიეროთ, არამედ უნდა გავამთლიანოთ და რომ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა, უნდა ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში, რომ კიდევ არ დამაბრალოთ კიდევ რამე, ყველა ჩვენს ძმებს უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ იმათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენ მიმართ, რომ ისინი არიან ჩვენი მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.