კომენტარი


ვინც ფიქრობს ანა დოლიძის დაშინებას, ელემენტარულად არ იცის, რომ ის ქუჩაში უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ანა დოლიძეს მისი დაცვა არ სჭირდება.
,,იუსტიციის საბჭოში ჩემი ძალიან ფასეული თანამშრომელი, ქალბატონი ანა დოლიძეა. მე ვადევნებ თვალ-ყურს იქ მიმდინარე პროცესებს და სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება ხოლმე, იმიტომ, რომ ქალბატონ ანას ჩემი დაცვა არ სჭირდება. ვინც ფიქრობს, რომ ანა დოლიძე შეიძლება შეაშინოს, ან დააშინოს ელემენტარულად არ იცის, რომ მაშინ როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, დოლიძე ქუჩაში უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს. ბევრი ადამიანი, მათ შორის მოსამართლე, შინაგან სინდისს უსმენდა ტელეფონში, ზარით რომელიც შემოდიოდა ადეიშვილის კაბინეტიდან. ასე, რომ ანა დოლიძეს, რომელსაც ასეთი ბიოგრაფია აქვს, მას ჩემი დაცვა არ სჭირდება. მას არ შეშინებია მაშინ, როცა უპირისპირდებოდა გირგვლიანის მკვლელებს.
ქალბატონი ანას გამოცდილება, როგორი ცხოვრებითაც იცხოვრა, როგორც ემსახურა ჩვენს ქვეყანას, კარგი არეა მარტო იმით, მას შეუძლია წყნარად მოიხედოს უკან და თქვას, რომ არ ჰქონია შემთხვევა როცა თვალი დაუხუჭავს იმაზე რაზეც ვსაუბრობდით – სხვის ჩაგვრაზე, მკვლელობაზე, ციხეში უსამართლოდ ჩასმაზე. ამის გარდა, ქალბატონმა ანამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ აქტიურები იყვნენ, შეიძინეს სერიოზული გამოცდილება. მას მოქმედი სააკაშვილის და მოქმედი ადეიშვილის არ ეშინოდა. და კომიკურია, რომ დღეს ვინმესი შეეშინდეს ანა დოლიძეს.
იმედი მაქვს, რომ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები ბევრად უფრო ცივილიზებულ ფორმას მიიღებს. და, ბოლოს და ბოლოს, იქაური აქტორები მიხვდებიან, რომ ამ რაღაც „ბულინგით“ ვერაფერს გაიტანენ და დაიწყება შინაარსობრივი დისკუსია სასამართლო სისტემის რეფორმირების თაობაზე, რაც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:28
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:47

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე
12 სექტემბერი, 2025 , 15:13
სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი
12 სექტემბერი, 2025 , 15:01
ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 16:01