მსოფლიო
ვინც ტრამპზე კომპრომატებს აგროვებს, მეძავებზე უარესები არიან - ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე კომპრომატებს უკვეთავს “ მეძავებზე უარესები არიან“:
“პროსტიტუცია სერიოზული და საზიზღარი სოციალური მოვლენაა. ახალგაზრდა ქალებიც იმიტომაც მიდიან ამაზე, რომ თავის რჩენის სხვა საშუალება არ აქვთ. ამაში გარკვეულწილად დამნაშავეა საზოგადოებაცა და სახელმწიფოც. ის ხალხი კი, ვინც უკვეთავს მსგავსი სახის ფაბრიკაციებს, რომლებიც ახლა ვრცელდება აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე, და იყენებენ პოლიტიკურ ბრძოლაში, მეძავებზე უარესები არიან. მათ არანაირი მორალური შეზღუდვები არ აქვთ“,- ავრცელებს პუტინის სიტყვებს “ინტერფაქსი“.
პუტინმა დაამატა, რომ უჭირს იმის წარმოდგენა, რომ დონალდ ტრამპი ხვდებოდა “დაქვეითებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე“ ქალებს. მისი თქმით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ადრე სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი იყო და “მსოფლიოში ულამაზეს ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა“.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენება ტრამპის წინააღმდეგ უნიკალური შემთხვევაა და მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
“ეს მეტყველებს დასავლური, მათ შორის ამერიკული, პოლიტიკური ელიტის დეგრადაციაზე“,- განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ საიტმა Buzzfeed-მა გაავრცელა დოსიე, სადაც ანონიმური წყაროს ინფორმაციით, რუს სპეცსამსახურებს ტრამპზე კომპრომატი აქვთ. საქმეში წერია, რომ საქმე ეხება 2013 წელს ტრამპის მოსკოვში ვიზიტის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

