უკან

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2018 12:00
font-size

ვისაუბრეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ეს მთავარი მიმართულებაა სტრატეგიულ პარტნიორებთან - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე.

მისი თქმით, ჯონ ბოლტონთან ისაუბრეს ასევე იმ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზე, რომელთანაც გამკლავება უხდება საქართველოს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავება. აშშ-ი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს.

ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა იყო, ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან გვაქვს მხარდაჭერა. საკითხი მუდმივად დგას ამერიკული პოლიტიკის დღის წესრიგში. ეს თემა რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი დიალოგის საგანია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა. ბუნებრივია, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა იმ ინიციატივებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრეს. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები იმ მაღალ ნიშნულამდე მივიდეს, როგორც არის პოლიტიკის, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში.

„აქაც გვაქვს სრული გაგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები უკვე ჩატარებული გვაქვს და მომავალშიც გაგრძელდება. ვისაუბრეთ ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ეს მთავარი მიმართულებაა სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ეწვია.

საკვანძო სიტყვები:

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე