არქივი
პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის მიღება ძალიან წარმატებული ნაბიჯია ევროინტეგრაციისკენ - გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი, მათ შორის, ჩვენი უწყება, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი წილი მოდიოდა: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველოს ევროპული გზა - ესაა ჩვენი არჩევანი, ეს არის შეუქცევადი პროცესი. ხოლო ვიზალიბერალიზაციის მიღება - ძალიან წარმატებული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ!“ _ განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

