მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას გამორიცხავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის ანექსირებული ყირიმის დაბრუნების ვარიანტი გამორიცხა. ამის შესახებ მან ავსტრიულ ტელერადიოკომპანია ORF-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არც დგას მსგავსი პირობები და არც უნდა იყოს“, - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტ არმინ ვოლფის შეკითხვას, თუ რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს.
პუტინმა უკრაინის 2014 წლის თებერვლის მოვლენები „შეიარაღებულ გადატრიალებად“ შერაცხა და ახსნა რუსული ჯარების მოქმედებები ნახევარკუნძულზე.
„როცა უკრაინაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული გადატრიალება, ხელისუფლების ძალის მეშვეობით დაკავება მოხდა, ყირიმში ჩვენი ჯარი კანონიერ საფუძვლებზე იმყოფებოდა, შეთანხმების მიხედვით იქ იმყოფებოდა ჩვენი სამხედრო ბაზა. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის, რომ გავზარდეთ ჩვენი კონტინგენტი ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამხედრო ობიექტების დაცვისთვის, რომლებზეც , როგორც ვხედავდით, უკვე იგეგმებოდა სხვადასხვა სახის თავდასხმა. აი, აქედან დაიწყო“, -თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა არა რუსული ჯარის შეჭრის შედეგად, არამედ „ღია რეფერენდუმის“ წყალობით.
ცნობისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წლის 16 მარტის უკანონო რეფერენდუმის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

