მსოფლიო
ვლადიმირ პუტინს ერჩივნა არჩევნებზე გამარჯვება ჰილარი კლინტონს მოეპოვებინა - დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კრემლს ერჩივნა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ჰილარი კლინტონს მოეპოვებინა.
ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ CBN-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჰილარის რომ გაემარჯვა, ჩვენი შეიარაღებული ძალები დაიშლებოდა, ჩვენი ენერგომატარებლები გაძვირდებოდა. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა, და სწორედ ეს არ მოსწონს პუტინს ჩემს პოლიტიკაში. ამიტომაც ვსვამ კითხვას: რატომ უნდა ყოფილიყო ის დაინტერესებული ჩემს გამარჯვებაში? პირველივე დღიდან ვაცხადებ, რომ საჭიროა შეიარაღებული ძალების განმტკიცება, რისი დანახვაც მას არ სურს“,-აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, მისი შეხვედრა პუტინთან G20-ის სამიტზე პროდუქტიული იყო.
„კარგი შეხვედრა გვქონდა. პირადი შეხვედრა იყო, საკმაოდ ხანგრძლივი. ის 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ყველას გაუკვირდა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა. მაგრამ, ეს კარგი იყო და არა ცუდი. ვფიქრობ, ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ, და ეს კარგია. ადამიანები ამბობენ: “არ უნდა გამონახონ საერთო ენაო“. მაგრამ, ვინ არიან ეს ადამიანები? ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ მძლავრი ბირთვული ზესახელმწიფო ვართ, როგორც ისინი. უგუნურობა იქნებოდა არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს“,-განმარტა დონალდ ტრამპმა.
ამასთნავე, ამერიკის ლიდერი აღნიშნავს, რომ პუტინთან „შეთანხმება ზოგჯერ მოხერხდება, ზოგჯერაც არა“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

