არქივი
საზოგადოება
ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას - გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი
დღეს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები. ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას, – ამის შესახებ აღნიშნულია დიდთოვლობასთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში მოსახლეობის დასახმარებლად.
„მოგეხსენებათ, სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით. მსგავს რთულ ვითარებაში დამატებით დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას. ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთ წოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები. ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც, საბოლოო ჯამში, არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში“, – ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
19 ნოემბერი, 2025 , 08:47
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47

