სამართალი
ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმარი მოკლეს
თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს, რომლებიც მინი მარკეტს ფლობდნენ, დაყაჩაღების მიზნით წუხელ თავს დაესხნენ, შემდეგ კი ორივე მოკლეს.
შემთხვევა ავჭალის 25 ნომერში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
გარდაცვლილების ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.
ოჯახის სხვა წევრები სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109 მუხლებით დაიწყო. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას, 109-ე კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

