უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ზაზა ხატიაშვილი ალექსანდრე ფირცხალაიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პოლიციელების მხრიდან ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხმაურება და ხვალ პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ ასოციაციის მიერ ამ თემაზე გასამართ აქციას აანონსებს.
„მედიანიუსი“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გაოგნებული ვარ სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მიერ ადვოკატების დევნით, ცემით, დაშინებითა და შეურაცხყოფით, რაც არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს, სახელმწიფოს ნებაა, შექმნას ქვეყანაში რეჟიმი.
2016 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით საღამოს 19:40 საათზე 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად მყოფ ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელებმა, მაიორმა აკაკი ყურაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა 3-4 პატრულის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ადვოკატი განმარტავს, რომ იძულებით გადაათრიეს მანქანიდან, დაგდეს ასფალტზე პირქვე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცჰყოფა, რის შემდეგაც იძულებით ამოუგრიხეს ხელები, დაადეს ხელბორკილი და დააკავეს. ადვოკატი აღრმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში, მისი მეუღლე გახდა შეუძლოდ, ვინაიდან იყო 8 თვის ფეხმძიმე. ქალბატონი ეხვეწებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მისი მეუღლისთვის დაენებებინათ თავი. ეუბნებოდა რომ ორსულად იყო, ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქუჩაში მათ ელოდებოდათ 11 წლის არასრულწოვანი ქალიშვილი. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს ადვოკატი იქვე სანაპიროზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გააჩერეს 20-30 წუთი და გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის ეზოში.
ადვოკატი რამდენიმე საათი ითხოვდა შენობაში გადაყვანას და ხელბორკილის შეხსნას, ასევე ტელეფონით ზარის განხორციელებას, თუმცა უშედეგოდ. პირიქით, ყურაშვილი უხსნიდა და არიგებდა თავის თანამშრომლებს, საჭიროების შემთხვევაში სად და როგორ უნდა ეთქვათ. ამის შემდეგ შეადგინეს ოქმი (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი # აო 000015513), რომელშიც დაფიქსირდა, რომ ადვოკატმა სიტყვიერი შეურაცჰყოფა მიაყენა პატრულს, რასაც ადვოკატი არ დაეთანხმა და დაემუქრა სამაართლებრივი პროცედურების განხორცილებით ოქმის შედგენის დროს.
ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დააფიქსირა არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია. მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის უკანონოდ დაკავებული ადვოკატი გადაყვაინილი იქნა დიღომში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეზოსთან, სადაც გააჩერეს დაახლოებით 1 საათი. პირდაპირ ცინიკურია, რომ ადვოკატთან მივიდა აკაკი ყურაშვილი, რომელმაც წინა დღეს მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცჰყოფა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა მიმართა ყურაშვილს, რომ უსამართლობასა და კანონდარღვევას არ აპატიებდა და კანონის სრული სიმკაცრით მოითხოვა მისი დასჯა. ამის გაგონებაზე ყურაშვილმა ამოიღო უკვე ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი#000020444, რომელშიც ჩაამატა , რომ თითქოს და ადვოკატმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცჰყოფა, რაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ ყურაშვილს კამერების ჩანაწერები მოსთხოვა. ყურაშვილის განმარტებით, არცერთ პატრულის თანამშრომელს არ ჰქონდა ჩართული კამერა. აღნიშნული აბსურდული ვერსია სასამართლომ არ გაითვალისწინა და მისცა ადვოკატს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა ასკ-ის 173-ე მუხლის თანახმად . სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს საქმეში ერთვება სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი და აპირებდნენ ადვოკატის ხელახლა დაკავებას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე იმსჯელა სასამართლომ, პოლიცია ამეტებდა უფლებამოსილებას, რომ არა მანდატურების კანონშესაბამისი მოქმედება, ადვოკატს ხელმეორედ დააკავებდენენ. 2016 წლის 26 დეკემბერს ადვოკატმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის პროკურატურას და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე აკაკი ყურაშვილისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. პროკურატურამ პოლიციელების დასჯის ნაცვლად მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ბრალი წაუყენა ადვოკატს.
ჩემი შეფასებით, სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა, ისეთ ქვეყნებში სადაც იყო რეჟიმი და განუკითხაობა სუფევდა, პროკურატურის ამგვარი ძალმომრეობა ფიქსირდებოდა საბჭოურ ქვეყნებში, რაც წარმატებით იქნა გადმოღებული სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმიტომ ვითხოვდი დამნაშავე პროკურორების დაკავებას, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ხალხი არ მოიშლიდა უმსგავსობას და გააგრძელებდა სამოქალაქო საზოგადოების დევნას. პროკურატურას ასე ეზიზღებოდეს საკუთარი მოქალაქეები, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ეს არის ჩემთვის სიურპრიზი. ჩვენი ქვეყანა 14 წელია იტანს უმსგავსო პროკურორებს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია.
მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს არის ადვოკატის შეურაცჰყოფის კიდევ ერთი ფაქტი. საშინელებაა, რასაც სამარათლდამცავები აკეთებენ, როდესაც ადვოკატს ასეთი ფორმებით უსწორდებიან, ძნელი მისახვდერი არ არის, რას უკეთებენ პოლიციის მუშაკები ჩვეულებრივ მოქალაქეს.
სამარცხვინოა პროკურატურის მოქმედება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, ყველანაირად ცდილობს სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელების გამართლებას. ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი პოლიციელებს 4 საათის განმავლობაში ხელბორკილებით დაბმული, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, სანამ გადაიყვანდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში. სასამართლოში პოლიციამ არ წარმოადგინა კამერის ჩანაწერები ადვოკატის მხრიდან უკანონო ქმედებების თაობაზე, რაც ადასტურებს ადვოკატის განცხადებას, რომ მას თავს დაესხა პოლიცია. ისმის კითხვა, რაში გვჭირდება ასეთი პოლიცია? შეიძლება იმ პოლიციელებს გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც გვაწამებს და გვდევნის? საქართველოში პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი კანონებით მოქმედებს და არ აინტერესებს არანარი სამართლის ნორმები, რაშიც მას ეხმარება „სამარცხვინო პროკურატურა“, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული.
ხვალ, 8 თებერვალს, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ფრანგი ადვოკატები გავაპროტესტებთ ქართველ ადვოკატებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან ჩადენილი არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა პოლიციის მუშაკების მხრიდან არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელი შეუწყო პროკურატურის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ.
მოვითხოვ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების , აკაკი ყურაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის, გიორგი ჯოხაძის, დავით ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებული არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი