უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 სექტემბერი, 2017 13:50
font-size

ზაზა ხატიაშვილი ოპოზიციონერ მერობის კანდიდატებს ბლოკის შექმნისკენ მოუწოდებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი ოპოზიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს მოუწოდებს, კოალიცია შექმნან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაყალბდეს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატიაშვილი მის მიმართ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კალაძეს შანსი არ აქვს, დედაქალაქის მერი გახდეს.

"კაცი, რომელიც დაზარალებულებს არ ხვდება, ის ადამიანი თბილისელებისთვის კარგი მერი არ იქნება. ხელისუფლება გადასულია სიბინძურეზე და ადამიანები, რომლებიც მათ ეუბნებიან, რომ დაპირებები შეასრულეთ, პასუხობენ სააკაშვილმა მოგაგზავნათო. სად გაგიგიათ, ხატიაშვილისგან მოგზავნილი ვინმე? კალაძე ამას იმიტომ ამბობს, რომ ვიცი, როგორი სამარცხვინო მერი იქნება.

თბილისის მერი რომ გახდეს, თქვენ რას გეტყვით? კალაძეს ამას არ ვაპატიებ, მაგრამ მას სასამართლოში არ ვუჩივლებ. თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან ვივლი და შევეცდები, ყველა კანდიდატი გავაერთიანო, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდეს.

ოპოზიციას ღია წერილით მივმართავ, რომ კოალიცია შექმნან და არჩევნებს დააკვირდნენ. ოპოზიციამ კალაძის სახე უნდა აჩვენოს. ნოემბრის აქციების დარბევის შემდეგ, კალაძის ინგა გრიგოლიასთან სტუმრობა გაიხსენეთ, სადაც თქვა, მხარს მიშას ვუჭერო. კალაძე სააკაშვილის მანქანაში სათადარიგო საბურავით იჯდა და მე ვარ სააკაშვილის მოგზავნილი?", - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ცნობისათვის, კახი კალაძემ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს მიმართა, რომ ისინი მასთან "სააკაშვილის კუდრაჭამ" მიაგზავნა.

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`