პოლიტიკა


ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს - ნატო ჩხეიძე
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის, პარლამენტარ ნატო ჩხეიძის განცხადებით, მან გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა „ომეგას“ საქმეზე.
მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილი მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და კითხვებზე პასუხი გასცეს.
„მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამ დიდ საქმეში ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშრებით. მნიშვნელოვანია იმ მანქანის მარკა და ნომერი, კონკრეტულად თიბისი ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდთან დაკავშირებით.
ზაზა ოქუაშვილი აპირებს, რომ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს. გამოძიებისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზაზა ოქუაშვილის პასუხები და არა მისი ფიგურა. მან გააკეთა განცხადება და მეც ვეთანხმები, რომ დაცული არ არის მისი უსაფრთხოება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც წესით, სრულიად არ ეხება ეს საკითხი, პროკურატურას ტელეეკრანიდან პირდაპირი მესიჯი მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო“, - განაცხადა ჩხეიძემ.
ჩხეიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილს ფარული ჩანაწერების ჩაწერასთან და გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.
„ვერანაირ ვარაუდს ვერ გამოვთქვამ, ვის უნდა გაევრცელებინა ან ჩაეწერა ეს ჩანაწერები, თუმცა უტყუარად ვამბობ, რომ ზაზა ოქუაშვილს ამასთან კავშირი არ აქვს. ოქუაშვილის ინტერესებში შედის, რომ ამხილოს დღევანდელი ჩრდილოვანი მმართველობა და ეს ინტერესები, ალბათ საქართველოში ნაკლებად, მაგრამ ლონდონში ბოლომდე იქნება დაცული“, - განაცხადა დეპუტატმა.
გუშინ ჩხეიძის დაკითხვა სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.
საკვანძო სიტყვები:

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19