უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აგვისტო, 2013 17:29
font-size

ზაზა ოქუაშვილის მიმართვა სააქციო საზოგადოების შექმნის საინიციატივო ჯგუფს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „მე-9 არხთან“ დაკავშირებით სააქციო საზოგადოების შექმნის საინიციატივო ჯგუფს მიმართავს. „მედიანიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ვაფასებ მადლიერებას, რომელიც თქვენი მხრიდან გამოითქვა ჩემს მიმართ, აგრეთვე მადლობელი ვარ ნდობისათვის თქვენი საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ შევიზღუდებოდი მხოლოდ გულშემატკივრობით და ვისურვებდი ვყოფილიყავი თქვენი საზოგადოების წევრი, მხოლოდ ამჟამად ჩემი ყურადღება კონცენტრირებული იქნება "იბერიის" ლიცენზიის დაბრუნებაზე, რომლის მაუწყებლობა უკვე 10 წელია ხელოვნურად არის შეჩერებული.
"იბერიის" ლიცენზიის ამჟამინდელი მესაკუთრე არის ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი. დარწმუნებული ვარ, "იბერიის" აღდგენა აუცილებელია საქართველოში ჯანმრთელი მედია სივრცის არსებობისათვის. სასამართლო პროცესი დანიშნულია სექტემბერში.

ვიმედოვნებ, რომ "იბერიის" ლიცენზია დაუბრუნდება მის ნამდვილ მფლობელს, "იბერია ტვ" დაიწყებს მაუწყებლობას და ყველა სხვა ტელეარხთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამ პროცესების აქტიური გულშემატკივარი იქნება,” - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოების შექმნის საინიციატივო ჯგუფმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ შესყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურ განცხადებით მიმართა და შესაბამისი წერილი კანცელარიაში შეიტანა.

რამდენიმე დღის წინ “იბერია ტვ”-ს დამფუძნებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “იბერია ტვ” გეგმავს მაუწყებლობის აღდგენას და დამფუძნებლები გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას, განიხილონ ტელეკომპანია “მე-9 არხის” ჟურნალისტებისა და ტექნიკური რესურსის მიღების შესაძლებლობა. თუმცა შემდგომ, ტელეკომპანია ,,იბერიის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით 24 აგვისტოს ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: "მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო "მე-9 არხის” ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია "იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითოეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს".

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი