უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ნოემბერი, 2018 14:40
font-size

ზაზა ოქუაშვილს `ინტერვიუ` ბიძინა ივანიშვილის რომელიმე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მიეცა - ნატო ჩხეიძე (ვიდეო)

ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე დეტალურად საუბრობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ,,იმედის" ეთერში გასაშვები ზაზა ოქუაშვილის ე.წ. დადგმული ინტერვიუს სანაცვლოდ გადადგა.

"ტვ პირველის" ეთერში ჩხეიძემ განაცხადა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში მოხდა "ომეგას" საწარმოსთვის აქციზების გადაცემა, რომელსაც მანამდე ისინი სამი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ასევე "ქართუმ" ჩარიცხა თანხა, სასამართლოში დაიწყო იმ საქმის განხილვა, რომელიც მანამდე რამდენიმე წელი "თაროზე იყო შემოდებული."

ამასთან, ჩხეიძის ინფორმაციით, ,,ომეგა მოტორსში" მივიდა პიროვნება სახელად ზურაბ აბდუშელიშვილი, რომელიც მათ ბიზნესმენად გაეცნო და ერთბაშად 20 ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის სურვილი გამოთქვა. ნატო ჩხეიძის განცხადებით, 2 მილიონი აღნიშულმა პიროვნებამ იმავე დღეს გადაიხადა, ხოლო დანარჩენის გადახდას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში გეგმავდა.

“ამის შემდეგ, “ომეგა ჯგუფში” მივიდა ბიზნესმენი, ვინმე ზურაბ აბდუშელიშვილი და თქვა, რომ უნდა მანქანების შეძენა. ეს შოურუმი სწორედ ამისთვის არსებობს, თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ ამ ბიზნესმენს სურდა 20 მანქანის შეძენა, თანაც სწრაფად, კონტრაქტიც მაშინვე უნდა ყოფილიყო. ეს უნდა ყოფილიყო ძვირიანი მანქანები, რადგან მის ფირმას ასე სჭირდებოდა. 2 მილიონი მაშინვე მოიტანა ამ ბიზნესმენმა და 5 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმდა, იმ პირობით, რომ დანარჩენი თანხა 2 კვირაში უნდა მოეტანა. შემდეგ პატენტის სასამართლოზეც მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ დაგვპირდნენ, რომ მეორე სასამართლოზეც ჩვენთვის სასურველ შედეგს მივიღებდით, თუ ზაზა ოქუაშვილი “იმედს” დაგეგმილ, წინასწარ დაწერილ ინტერვიუს მისცემდა”, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნამ, რომ ამ ინფორმაციის შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა. სანაცვლოდ კი ისინი ზაზა ოქუაშვილისგან იმ "ინტერვიუს" ითხოვდნენ, რომელიც ბიზნესმენს "იმედისთვის" უნდა მიეცა და რომლის შინაარსიც მას წინასწარ გადაუგზავნეს.

"შემოთავაზება იყო ასე, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, მეორე სასამართლოსაც მოიგებთ, თუკი... და ეს ტექსტი იყო შემოთავაზებული...

ამის შემდეგ ითქვა ასეთი რამ, რომ თუკი არ შესრულდებოდა, რაღა თქმა უნდა ნელ-ნელა ყველაფერი უკან წავიდოდა. მარკებსაც აღარ მოგვცემდნენ, სასამართლოს მეორე ინსტანციასაც წავაგებდით ", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილს "ინტერვიუ" ბიძინა ივანიშვილის რომელიმე გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მიეცა. საუბარია, არჩევნების პირველ ტურამდე ივანიშვილის შეხვედრებზე ჟურნალისტებთან. როგორც ჩხეიძე ამბობს, გათვლილი იყო, რომ ჯერ ოქუაშვილი იტყოდა იმას, რაც წინასწარ დაუწერეს, ხოლო შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ჟურნალისტებთან განიხილავდა.

"როდესაც ზაზა არ გამოვიდა, იმ ბიზნესმენმა (ზურაბ აბდუშელიშვილი) შემოიტანა თხოვნა თუ მოთხოვნა, რომ მას აღარ უნდა მანქანების შეძენა და ეს თანხა დაუბრუნდეს უკან. ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა", - განაცხადა ჩხეიძემ

ამასთან, ჩხეიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვინ გადასცა მათ შეთანხმების პირობები და იყო თუ არა ის პიროვნება ხელისუფლების წარმომადგენელი, თუმცა ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და ამ პიროვნებას აუცილებლად დაასახელებს.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი