უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 იანვარი, 2017 13:45
font-size

ზაზა ოქუაშვილს ,,ომეგა ჯგუფის’’ საკონტროლო პაკეტის დათმობას აიძულებდნენ - ნუნუ გინტური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე, ყოფილი ნოტარიუსი, ნუნუ გინტური დაიკითხა, რომელმაც 2004 წლის დეკემბერში განახორციელა სანოტარო მოქმედება, რომლის შედეგადაც, იბერია ტვ-ის 25%-იანი წილის გადაფორმება მოხდა დავით კაკაურიძეზე.

სასამართლო პროცესზე მოწმემ იბერია ტვ-ის ლიცენზიის დათმობის პროცესის გარდა, ის მოვლენებიც გაიხსენა, რომელიც ამ პროცესს წინ უძღვოდა. კერძოდ, გინტურის თქმით, 2004 წლის მაისში მასთან მივიდნენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის ადვოკატები, რომლებმაც ის ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპანია ,,იბერიაში’’, რამდენიმე მილიონიანი გარიგების სანოტარო მოქმედებით გასაფორმებლად მიიყვანეს.

როგორც ყოფილი ნოტარიუსი იხსენებს, ტელეკომპანიაში მისულს დახვდნენ ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი, ზაზა ოქუაშვილი და ბესარიონ კეიდია. ნუნუ გინტურის თქმით, ამ უკანასკნელს და ბადრი პატარკაციშვილის საერთო იურისტები ჰყავდათ და ამიტომ, არ გამორიცხა, რომ გასაფორმებელ გარიგებაში შესაძლოა, სწორედ გარდაცვლილი ბიზნესმენი ფიგურირებდა.

,,საუბარი იყო საკონტროლო პაკეტის გადაცემაზე. ზაზა ოქუაშვილი ყიდდა და ბესარიონ კეიდია ყიდულობდა. თუ სწორად მახსოვს, 15 მილიონიანი გარიგება იყო. როდესაც დავიწყე ხელშეკრულების წაკითხვა და პროცენტის ნაწილზე მივედი, ამან ზაზა ოქუაშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მას არ სურდა საკონტროლო პაკეტის დათმობა. საბოლოოდ, როდესაც მივხვდი მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, ავდექი და დავტოვე ტელეკომპანიის ტერიტორია ისე, რომ ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა’’, - განაცხადა ყოფილმა ნოტარიუსმა.

მისივე თქმით, მომხდარიდან რამდენიმე თვეში, უკვე 7 დეკემბერს, მის სანოტარო ბიუროში განხორციელდა სანოტარო მოქმედება, რომლის შედეგად შპს ,,ილიონის’’, ანუ იბერია ტვ-ს 25%-იანი წილის გადაფორმება მოხდა დავით კაკაურიძეზე.

თავის მხრივ, როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის მიერ ხსენებული მაისის შეხვედრის მონაწილე ბესარიონ კეიდია იყო ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი და მისი მიზანი იყო ზაზა ოქუაშვილს დაეთმო ,,ომეგა ჯგუფის’’ საკონტროლო პაკეტი - 51%, რაზეც ოქუაშვილმა უარი განაცხადა.

რაც შეეხება არშემდგარ გარიგებასთან ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო კავშირს, აღნიშნული პროკურორმა ჟურნალისტებს არ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ნუნუ გინტურმა პატარკაციშვილთან კეიდია იმიტომ დააკავშირა, რომ იცოდა, ამ უკანასკნელს გარდაცვლილ ბიზნესმენთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და მათ საერთო ადვოკატები ჰყავდათ.

როგორც პროკურორი ამბობს, სწორედ ამ არშემდეგარი გარიგების გაგრძელება იყო 7 დეკემბრის ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც ზაზა ოქუაშვილს საბოლოოდ დაათმობინეს ,,იბერიას’’ ლიცენზია.

,,ნუნუ გინტურმა სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ 2004 წლის მაისში ზაზა ოქუაშვილს სთხოვდნენ კომპანიის საკონტროლო პაკეტის დათმობას, 51%-ზეა საუბარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ნოტარიუსისთვის ცხადი გახდა იქ არსებული გარემოებები, მან არ მოაწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებას და დატოვა ტელეკომპანიის ტერიტორია. რაც შეეხება რამდენიმე თვის შემდეგ, დეკემბერში მომხდარს, ეს ის პერიოდია, როდესაც ზაზა ოქუაშვილზე და მის კუთვნილ კომპანიებზე ხდება ინტენსიური შეტევა, ზეწოლა და მუშაობის შეჩერება. ზაზა ოქუაშვილი იძულებული გახადეს ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ მათი მოთხოვნის შესაბამისად დაეთმო ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ლიცენზია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიები ვერ გაანახლებდნენ მუშაობას’’, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განაცხადა, პროკურატურის მხრიდან გრძელდება ,,არაფრისმთქმელი’’ მოწმეების დაკითხვა.

მისი თქმით, დღევანდელი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დანაშაულის ჩადენა.

,,არანაირი რელევანტური ინფორმაცია აღნიშნულ მოწმეს არ მოუცია. მან ისაუბრა ჩვეულებრივი სანოტარო აქტის შესახებ, რომელიც წარსულში განახორციელა’’, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 24 იანვრის 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

20 ნოემბერი, 2024 , 15:55

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა.  პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არ