არქივი
პოლიტიკა
ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დავით ოქიტაშვილის დაკითხვა მოითხოვა. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს გენერალურ ინსპექციაში შესვლამდე უთხრა.
საქმე ეხება ოქიტაშვილის პოსტს, რომლის თანახმად, ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს. სარალიძის თქმით, საჭიროა დადგენა, საიდან ფლობს ოქიტაშვილი ამ ინფორმაციას, მაგრამ თუ ეს დეზინფორმაცია აღმოჩნდა, მან პასუხი უნდა აგოს.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ოქიტაშვილის პოსტი, რომ თითქოს ლევან დადუნაშვილი მოკლეს ჩემი შვილის გამო. მაინტერესებს, თუ მართლა ჩემი შვილის გამო მოკლეს ეს ადამიანი, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე? ან საიდან მოიტანა ოქიტაშვილმა ეს? ამის გამო უნდა შევიტანო განაცხადი, რომ დაიკითხოს დავით ოქიტაშვილი.
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს, ე.ი. ის რაღაც ინფორმაციას ფლობს. თუ არადა, თუ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - თქვა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

