უკან

პოლიტიკა

7 აპრილი, 2017 14:20
font-size

ხელისუფლება ბიზნესთან თანამშრომლობას უნდა აღიქვამდეს არა პრეროგატივად, არამედ ვალდებულებად - პრეზიდენტი

თავის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან ქვეყანაში მეწარმეობის გასავითარებლად.

„გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება და, მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა,სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას. მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს“, - განმარტა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.

ანა მებურიშვილი

ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ თვითონ ევროპული ლიდერებიც აღიარებენ, რომ ევროპას ძირფესვიანი გადატვირთვა ყველა მიმართულებით სჭირდება - ირაკლი ქადაგიშვილი

22 იანვარი, 2026 , 16:43

ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომ

მე რომ გარეთ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი - მიხეილ სააკაშვილი

22 იანვარი, 2026 , 14:31

არსებობს მიშას ახალი თაობა. თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის. დღეს საქართველო ბევრად მზადაა ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს. მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმ

ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს - ირაკლი კობახიძე

22 იანვარი, 2026 , 14:26

დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები და არჩევანი გააკეთოს ი

ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

22 იანვარი, 2026 , 14:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერ

სახელმწიფო უწყებების პროექტების მონიტორინგის შედეგად, დეპარტამენტმა სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

22 იანვარი, 2026 , 12:08

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის, ხარჯეფექტურობისა და პროდუქტიულობის შეფასების მიზნით, განახორციელა არაერთი სახელმწიფო უწყების მიერ სხვადასხვ

გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

22 იანვარი, 2026 , 11:47

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი