რეგიონები
მაშველებმა კლდიდან გადავარდნილ მამაკაცს დახმარება აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და მაშველების დახმარებას საჭიროებდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და 20-წლამდე მამაკაცი უმოკლეს დროში ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
ახმეტიდან დაშავებული, მკურნალობის გაგრძელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18


