სამართალი
შსს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
12 ნოემბერი, 2025 , 15:51
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო
12 ნოემბერი, 2025 , 15:30
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
12 ნოემბერი, 2025 , 14:37
აღმოვაჩინეთ იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ - სუს-ი
12 ნოემბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა
11 ნოემბერი, 2025 , 13:58
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს
11 ნოემბერი, 2025 , 12:36


