Politics
    2026-06-05 | 10:54

    ბიძინა ივანიშვილს გასცენ პასუხი და ბიძინა ივანიშვილმა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს და სხვადასხვა კორუმპირებული მთავრობების კასკადმა, სად გაქრა 10 მილიარდი ლარი - თაზო დათუნაშვილი

    ბიძინა ივანიშვილს გასცენ პასუხი და ბიძინა ივანიშვილმა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს და სხვადასხვა კორუმპირებული მთავრობების კასკადმა, სად გაქრა 10 მილიარდი ლარი - თაზო დათუნაშვილი

    საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები, - ამის შესახებ ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    "მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა დასახა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად თავისი მმართველობის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ამ დარგში ხელისუფლებამ უამრავი პროგრამა და სუბსიდია გამოყო და ამაში 10-13 წლის ინტერვალში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. საქართველო კი დღეს ისევ ვერ უზრუნველყოფს სასურსათო და კვების უსაფრთხოებას, საქართველო ვერ აკმაყოფილებს თავის აიდა მოხმარებას. ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ექსპორტიორი შიდა მოხმარებასაც არ ჰყოფნის.

    უფრო კონკრეტულად, 2013-2026 წლების ინტერვალში 10 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული სხვადასხვა პროგრამებისა და სუბსიდიების გავლით სოფლის მეურნეობაში საქართველოს ბიუჯეტიდან თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფული. მიუხედავადა იმისა, ერთის მხრივ ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარს და მეორეს მხრივ, პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ქართული სოფლის მეურნეობა რამდენჯერმე ჩამორჩება ევროპულ სტანდარტის ყველაზე მინიმალურ ზღვარსაც კი.

    ბოლო 13 წლის განმავლობაში, ხორბლის, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტია, მიუხედავად მილიარდობით სუბსიდიისა, ხორბლის ნათესი ფართობები პრაქტიკულად არ გაზრდილა, მოსავლიანობა კი საშუალოდ 1.5-2 ტონის ფარგლებში მერყეობს, რაც ადგილობრივი ბაზრის 10-15 პროცენტსაც ვერ აკმაყოფილებს, ანუ, ძირითადი პროდუქტის 15 პროცენტსაც კი ვერ ვაწარმოებთ ადგილობრივად, ხოლო დანარჩენი 85-90 პროცენტამდე ხორბლის მოხმარება დამოკიდებულია იმპორტზე. ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა რომ არ ვიცოდეთ ის, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე. ანუ, ამ 85-90 პროცენტის საქართველოში შემომტანი არის რუსეთი. რუსეთი, ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული, საერთაშორისოდ დადასტურებული გენოციდი აქვს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ნაწარმოები. დღეს რომ უხარიათ "ქოცებს" ლავროვის შეძახილი მწვანილებთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველო, ფაქტობრივად, სრულფასოვნად დამოკიდებულია რუსეთზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის არ შემოტანა, საქართველო ერთ კვირაში პურის გარეშე დარჩება, ფაქტობრივად, ჩვენი შიდა წარმოებით ვახერხებთ, რომ მხოლოდ 15% დავაკმაყოფილოთ.

    იმპორტზე დამოკიდებულება აგრეთვე შემაშფოთებელია ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ზეთი, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები. აქ ისევ საუბარია რუსეთიდან შემოტანაზე.

    მარტივი კითხვა ისმის, როგორ ხდება, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და მეორე, სად გაქრა 10 მილიარდ ლარზე მეტი. 10 მილიარდი ლარი ისე როგორ აორთქლდა ბუნებაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მოხმარებას? არ ვსაუბრობთ რაიმეს ექსპორტზე გატანაზე.

    ფაქტია, ეს პროგრამები და სუბსიდიები, რომელიც 10 მილიარდ ლარს მოიცავდა არაეფექტური იყო და ვერ გაზარდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ლამას ემატება ის, რომ ძალიან ბევრი კვლევა და გამოძიება ადასტურებს, რომ ეს სუბსიდიები გაიცა კორუფციული გზით იმ ადამიანებსა და ბიზნესჯგუფებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებულები. ზოგადად, ამ სუბსიდიების მიზანი იყო არა სოფლის მეურნეობის გაჯანსაღება, არამედ იყო ერთგვარი პენსია და აბსოლუტურად ნული ამონაგები აქვს.

    ბიძინა ივანიშვილს გასცენ პასუხი და ბიძინა ივანიშვილმა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს და სხვადასხვა კორუმპირებული მთავრობების კასკადმა, სად გაქრა 10 მილიარდი ლარი", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.