Politics
2026-07-03 | 10:34
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა.
„ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინისტრმა ალექსანდრე ქაჯაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალექსანდრე ქაჯაია ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ის ასევე გახლდათ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელი“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Related Articles
2026-09-14 | 14:22
Gela Geladze to Serve as Deputy Minister of Internal Affairs2026-09-14 | 12:07
Gela Geladze has stepped down as Head of the State Security Service