Society
    2026-08-11 | 13:03

    „კავკასიის ექსპოზიცია“ - ახალი ზოოპარკის ნაწილი სატესტო რეჟიმში გაიხსნა

    „კავკასიის ექსპოზიცია“ - ახალი ზოოპარკის ნაწილი სატესტო რეჟიმში გაიხსნა

    ახალი ზოოპარკის ნაწილი – „კავკასიის ექსპოზიცია“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა.

    ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური გახსნა შემოდგომაზე იგეგმება, თუმცა მაღალი ინტერესის გამო, დასრულებული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობა მოსახლეობას ახლავე მისცეს.

    „ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები (შენდება კაფე, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და ა.შ.). გთხოვთ, იმოძრაოთ მხოლოდ ვოლიერების გასწვრივ მარკირებულ გზაზე და არ გადახვიდეთ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოსაზღვრულ ზონაში. სამუშაო საათები: ყოველდღე: 11:00 – 19:00 საათი, (სალარო იხურება 18:00 საათზე).

    შემოსასვლელი: ხუდადოვის ქუჩის ბოლოდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

    რაც შეეხება ბილეთის ფასს, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ის იგივე იქნება, რაც ძველ ზოოპარკში იყო, კერძოდ: 3 წლამდე ბავშვი – უფასო; 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი; 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

    Related Articles
    Daily Calendar - August 11
    2026-08-11 | 08:18
    Daily Calendar - August 11

    Daily Calendar - August 10
    2026-08-10 | 08:29
    Daily Calendar - August 10