Commentary
    2026-09-17 | 16:32

    სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები შეელამაზებინათ - როგორც ჩანს, ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას - ნონა ქურდოვანიძე

    სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები შეელამაზებინათ - როგორც ჩანს, ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას - ნონა ქურდოვანიძე

    სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები ოდნავ მაინც შეელამაზებინათ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს.

    მისივე თქმით, სააგენტომ 2025 წლის ივლისში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 1,657,775 ლარით დააფინანსა და დაფინანსება მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომელთა ნაწილი საერთოდ ამ კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაფუძნდა და „როგორც ჩანს, სპეციალურად ამ მიზნით დარეგისტრირდნენ“.

    „დღეს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. შეხსენებისათვის, ეს სააგენტო რეპრესიული კანონების მიღების პარალელურად შექმნა ,,ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის აპრილში. მაშინ ამბობდნენ, რომ სააგენტოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ და არა უცხოური დონორებისაგან.

    ამ დროისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ 2025 წლის ივლისში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 პროექტი, ჯამური ბიუჯეტით 1,657,775 ლარით დააფინანსა. დაფინანსება მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, რომელთა ნაწილი საერთოდ ამ კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დაფუძნდა და როგორც ჩანს, სპეციალურად ამ მიზნით დარეგისტრირდნენ.

    ამ სააგენტოს დაფუძნება იყო იმ დროისათვის მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი, რომ უცხოური დაფინანსების შეზღუდვის უპრეცედენტო მასშტაბები ოდნავ მაინც შეელამაზებინათ. ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას როგორც ჩანს”,- წერს ნონა ქურდოვანიძე.

    ინფორმაციისთვის, მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”.