Regions
    2026-09-21 | 20:52

    კახეთში მევენახეები აქციას მართავენ

    კახეთში მევენახეები აქციას მართავენ

    კახეთში მევენახეები აქციას მართავენ.

    ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ისინი ერთ-ერთ საწარმოსთან არიან შეკრებილი და ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებენ.

    პროტესტი დილიდან ყვარლის რაიონის, სოფელ შილდიდან დაიწყო,

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, რადგან არსებული თანხა მინიმალურია და ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

    ქარხნებში მიტანილ ყურძენზე ეუბნებიან, რომ  სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.  

    როგორც ისინი ამბობენ, წინასწარ აღებული სინჯებით შაქრიანობა ყურძენში ზღვარე მეტია, ხოლო ქარხანაში შემოწმების შემდეგ ეუბნებიან, რომ დაბალი შაქრიანობის გამო დაბალ ფასად უნდა ჩაიბარონ. 

    ადგილზე იმყოფება ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მევენახეები ითხოვენ, რომ შეიცვალოს რეგულაცია, რომლის მიხედვით,  ყურძენს, რომელსაც 17 პროცენტზე დაბალი შაქრის შემცველობა აქვს, მხოლოდ 30 თეთრად იბარებენ.

    „ფიქრობთ რომ 30 თეთრი მისაღებია? მთავრობა, რომელმაც ეს დადგენილება მიიღო ამ ხალხის არჩეულია, ეს ხალხი მოითხოვს, რომ მოიწვიონ საგანგებო მთავრობის სხდომა და შეიცვალოს ეს დადგენილება“,- ამბობენ ადგილობრივები.