Commentary
    2026-09-28 | 16:04

    მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? - გია ვოლსკი

    მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? - გია ვოლსკი

    მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი და მხედრიონელი ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შეადარა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა, პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად".

    მან სააკაშვილის ნაამბობს "სისულელე" უწოდა.მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის დროს ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ, ხოლო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნარკომანიასთან რეალური ბრძოლა დაიწყო. 

    „სააკაშვილის განცხადება და სააკაშვილის მაგვარი ტიპაჟების განცხადება ამ თემასთან მიმართებით, მიზანმიმართული ბოროტებაა. მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად. რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? ის იბრძოდა, რომ მედიაში რაიმე თავისუფალი სიტყვა არ თქმულიყო. რას გავს, რებს საუბრობს? 

    ვინც ამ სისულელეზე საუბრობს, მოქმედებს ერთი კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, რომ ეს ბრძოლა, რაც მიმდინარეობს ნარკოტიკების წინააღმდეგ, დაყვანილი იყოს რაღაც გარკვეულ შიდა ბინძური პოლიტიკის წარმოდგენის შექმნაზე, თითქოს ის რაღაცა ხდება სცენის მიღმა. რაც უფრო მძლავრი იქნება სახელმწიფოს ბრძოლა ამ ნარკოტიკების შემოტანასთან მიმართებაში, მით მეტი იქნება შეტევა სამართალდამცავებზე, პოლიტიკაზეც. სააკაშვილს ძალიან კარგად მოეხსენება, თუ რას სჩადიოდა ის იმ პერიოდში და რა ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო, როცა ადამიანები არათუ მოიხმარდნენ, არამედ თავისუფლად ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით. თვითონაც, ამათი სტრუქტურებიც ამაში ჩართულები იყვნენ. ანუ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო გამოვლენა ამ სქემების", - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

    მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა - სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმე განიხილება, მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა იოსელიანის მსგავსად ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა.