Medicine
    2026-10-30 | 17:46

    მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

    მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

    თბილისში, სასტუმრო "Hilton Garden Inn-ში", პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში" გაიმართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.

    კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ მკურნალობაში. მათ ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებას, მონაცემთა დაცვის ეთიკურ საკითხებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის როლის შენარჩუნებას.

    როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ "ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს აკადემიური პასუხისმგებლობა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და პაციენტის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა".

    შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან.

    კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელობისს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.