რეგიონები
    2026-04-01 | 10:33

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიასა და ვანში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

    სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს, – ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

    მათივე ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ლ.ე. (მის.: სამტრედია, სოფ იანეთი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

    „ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა ფიზიკური პირი მ.მ.-ც (მის.: ვანი, სოფ. ზედავანი).

    რეგისტრაციის არქონის პარალელურად, ობიექტებზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, – აცხადებენ სეს-ში.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.