საზოგადოება
    2026-04-07 | 10:58

    8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

    8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

    მათი ცნობით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

    „აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

    მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.