მსოფლიო
    2026-04-07 | 12:52

    მთელი ცივილიზაცია შეიძლება ამაღამ დაიღუპოს და ის ვეღარასდროს აღდგეს-დონალდ ტრამპი

    მთელი ცივილიზაცია შეიძლება ამაღამ დაიღუპოს და ის ვეღარასდროს აღდგეს-დონალდ ტრამპი

    წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს:

    „მთელი ცივილიზაცია შეიძლება ამაღამ დაიღუპოს და ის ვეღარასდროს აღდგეს. მე არ მინდა, ეს მოხდეს, თუმცა, სავარაუდოდ, ასე იქნება.

    თუმცა, ახლა, როდესაც სრული და აბსოლუტური რეჟიმის ცვლილება ხდება და უპირატესობას განსხვავებული, უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალიზებული ძალები იძენენ, შესაძლოა რაღაც მართლაც რევოლუციურად მნიშვნელოვანი მოხდეს — ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ მომენტში.

    47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს.

    ღმერთმა დალოცოს ირანის დიდი ხალხი!“

    ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო 7 აპრილის 20:00 საათამდე მისცა [თბილისის დროით 8 აპრილი - 04:00 საათი]. მოგვიანებით კი განაცხადა: "მთელი ქვეყნის აღება შესაძლებელია ერთ ღამეში და, შესაძლოა, ეს ღამე ხვალინდელი იყოს".