საზოგადოება
    2026-04-08 | 11:26

    საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები

    საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები

    საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS და Amex ბარათის მფლობელებს სააღდგომო შეთავაზებები მოუმზადა.

    8 აპრილს - Tserti-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 30%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 100 ლარის)

    შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილბანკში გააქტიურება და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. ქეშბექი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.

    9 აპრილიდან 9 ივლისის - ჩათვლით კი Tserti-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ.

    8-10 აპრილს - Carrefour-ის პროდუქტების Wolt-ის აპლიკაციიდან შეძენისას PLUS ბარათის მფლობელები მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ Wolt კრედიტების სახით.

    გაითვალისწინეთ, რომ აქცია არ ვრცელდება Apple/Google Pay-ით გადახდისას.  მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

    20 აპრილის ჩათვლით, PLUS ბარათით გადახდისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა შემდეგ ობიექტებში:

    • დოდონატი;

    • ასორტი;

    • თაკალო;

    • ჩიზქეიქერი.

    31 მაისის ჩათვლით მარკეტ Nazilbe-ში PLUS ბარათით გადახდისას 5-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება იქნება შესაძლებელი.

    ხოლო, საკრედიტო Amex ბარათით გადახდისას 5- ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებთ:

    • კონფი;

    • ტკბილი;

    • Chicoli;

    • მადამ შუ;

    • BROD.