საზოგადოება
2026-04-09 | 13:54
ჩეხეთის ელჩი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.
„ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა, 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპულ გმირებს, რაც იყო იმ ადამიანთა გამბედაობისა და თავგანწირვისადმი პატივისცემა, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს.
მათი ხსოვნა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება.“- ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
2026-08-14 | 09:26
დღის კალენდარი - 14 აგვისტო2026-08-13 | 18:08
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის