საზოგადოება
    2026-04-09 | 14:20

    საფრანგეთის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საფრანგეთის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საფრანგეთის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საფრანგეთის სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძენს, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია.

    “9 აპრილს, საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია. ამ დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია.

    9 აპრილი ასევე არის ხსოვნის დღე და აღნიშნავს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრაციების ტრაგიკულ ჩახშობას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ სწრაფვას თავისუფლებისკენ საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ.

    მათი ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგულმა სკოლამ, პარლამენტის წინ, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს!“, - აღნიშნავს საელჩო.

    მსგავსი სტატიები