რეგიონები
2026-04-14 | 09:03
მდინარე ალაზნის ადიდების გამო, სოფელ ჰერეთისკართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ალაზნის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.