საზოგადოება
    2026-04-14 | 09:47

    ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო საქართველოში

    ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო საქართველოში

    შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას  ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.

    აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი.

    “1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას.

    ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!" - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.