პოლიტიკა
    2026-04-21 | 12:03

    ის გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს - ოპოზიციის ჩახშობა, მედიის შეზღუდვა, ყველა მიღებული კანონი - ევროკავშირისთვის მიუღებელია - კაია კალასი

    ის გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს - ოპოზიციის ჩახშობა, მედიის შეზღუდვა, ყველა მიღებული კანონი - ევროკავშირისთვის მიუღებელია - კაია კალასი

    „ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა. მისივე თქმით, ის გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ირჩევს - ოპოზიციის ჩახშობა, მედიის შეზღუდვა, ყველა მიღებული კანონი - ევროკავშირისთვის მიუღებელია

    ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს სხვა საკითხებთან ერთად სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოსაც განიხილავენ.

    მსგავსი სტატიები