სოცმედია
    2026-04-22 | 07:01

    კობახიძის თავზე ძალიან მძიმე და “შავი” ღრუბლები იკრიბებიან - კოტე კემულარია

    კობახიძის თავზე ძალიან მძიმე და “შავი” ღრუბლები იკრიბებიან - კოტე კემულარია

    ყოფილი პარლამენტარი კოტე კემულარია სოციალურ ქსელში წერს:

    „შევარდნაძის მეთოდი გააცოცხლა ივანიშვილმა:ძალოვანი ფიგურის მოშორებას რომ გადაწყვეტდა

    “ედუარდ ერთმმართველი”—გაწირვამდე ერთი კვირით ადრე—“საკომპენსაციო” ჯილდოდ, ვახტანგ გორგასლის ორდენს დაკიდებდა!!! მერე, “უპორტფელო”სახელმწიფო მინისტრის პოსტს შეუქმნიდა, დროებით…

    ივანიშვილმა გენერლის წოდების მინიჭება აირჩია “დამაშოშმინებელ” ბერკეტად…

    მდინარაძე მოხნეს საქართველოში ყველაზე ექსკლუზიური და სუპერუფლებების —ტოტალური მოსმენების, ელიტურ კორუფციაზე ოპერატიული ინფორმაციის ფლობის და გამოძიების—მქონე თანამდებობიდან!

    ამით, კობახიძეს ჩამოაშორეს საპარლამენტო ურავლესობიდან მოყოლილი—მისი სანდო პირი…

    გეკა გელაძე, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, ურთულეს ვითარებაში—ფაქტია—სანდო პიროვნება აღმოჩნდა ივანიშვილისთვის!!!

    ევროკავშირის უმაღლესი კომისრის თბილისში შეხვედრების შედეგად გუშინ გამოქვეყნებულ

    უმძიმეს დასკვნაში, ერთადერთ პოზიტივად არის მოტანილი-შს მინისტრ გეკა გელაძის ბრძანება: “პოლიციელის მიერ პერსონალური საიდენტიფიკაციო ნიშნის ტარების ვალდებულების გამკაცრების შესახებ”…

    იმის გათვალისწინებით რომ , “2030 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრად აუცილებლად გახდომის” განცხადების ავტორი საგარეო მინისტრი— ვიცეპრემირად დანიშნეს, ევროკომისრის

    მხრიდან დადებითი მინიშნებაც—შესაძლოა გამოადგა გეკა გელაძეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობის დაკავებაში…

    “ევროპასთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ” საბედისწერო განცხადების ავტორის —კობახიძის თავზე კი—ძალიან მძიმე და “შავი” ღრუბლები იკრიბებიან….

    მოსკოვის და თბილისის საერთო “მეგობრის”-ანტიბრიუსელი ორბანის კრახის შემდეგ, ზახაროვას  საჯარო მუქარა: “ევროკავშირისკენ მოძრაობას თავი დაანებეთ თორემო…” ივანიშვილის ხელისუფლებაში ევროინტეგრაციულ აქტივობას აჩვენებს, თუ, ეს არის “გადაგორების” მორიგი ტრიუკი, ამას დრო მალე გვაჩვენებს!!!

    ფაქტია, საერთაშორისო მოვლენები რომელიც პირდაპირ მოქმედებენ საქართველოს და მთლიანად ამიერკავკასიის მომავალზე—-ელვისებურად ვითარდებიან…“

     

    მსგავსი სტატიები