სამართალი
    2026-04-22 | 10:47

    სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

    ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მის გაუქმებას ან გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

    სასამართლო პროცესზე ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ დანაშაული არ მომხდარა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი გარემოებები ვერ ადასტურებს ტერორისტული აქტის მცდელობას და საქმე „შეუსაბამობებით არის სავსე“.

    შეგახსენებთ, ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით. იგი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

    მსგავსი სტატიები