კომენტარი
    2026-04-24 | 14:17

    მტკნარი სიცრუეა...ანაკლიაში, სადაც მუშის ფორმაში გადაცმული სამი კაცი დადის, არავითარი სამუშაოები არ ტარდება - თაზო დათუნაშვილი

    მტკნარი სიცრუეა...ანაკლიაში, სადაც მუშის ფორმაში გადაცმული სამი კაცი დადის, არავითარი სამუშაოები არ ტარდება - თაზო დათუნაშვილი

    “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, თამარ იოსელიანს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშულებს და აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის “მტკნარი სიცრუეა“.

    „უკანასკნელი კვირების განმავლობაში საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან გააქტიურებულია ანაკლიის საკითხი, მათ შორის ადგილობრივ პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ ჩავედით ანაკლიაში და ვნახეთ რეალური ვითარება, რომელიც ადგილზე დაგვხვდა. რეალური ვითარება აღწერს ძალიან ტრაგიკულ და კოშმარულ სიტუაციას, რაც ანაკლიის პორტის გარშემო დაატრიალა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს, არ დააყოვნა პროპაგანდამ და ეკონომიკის მინისტრის ახალგაზრდა მოადგილემ გადაწყვიტა, რომ მაყურებლისთვის მტკნარი სიცრუე რეალობად მიეყიდა.

    კერძოდ, მინისტრის მოადგილე იოსელიანმა თქვა, რომ თურმე აქტიურ და ინტენსიურ ფაზაში არის შესული ანაკლიის პორტის მშენებლობა და პორტის ტალღმჭერი უკვე აშენებულია, თუ იწყება ამის მშენებლობა და ინტენსიური მიმდინარეობს სამუშაოები. ინტენსიური სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს ანაკლიაში თუ მოითხოვს იგივე შემადგენლობას, რაც სამ ოთახიანი ბინის გარემონტებას სჭირდება, ანუ რამდენიმე ადამიანი ფორმებში და „კასკებში“ და ერთი სატვირთო მანქანა, მაშინ შეიძლება რეალობად აღვიქვათ ის, რასაც ქალბატონი მინისტრის მოადგილე გვაწვდის, მაგრამ სინამდვილეში ის რეალობაა, რაც ახლა გითხარით. იმ ტერიტორიაზე სამი კარისკაცი დადის, რომელს მუშის ფორმა გადააცვეს და როდესაც დაინახეს, რომ „ლელოს“ ჯგუფი ვიყავით იქ ჩასული ერთი და იგივე მანქანა შედიოდა და გამოდიოდა პორტის სამშენებლო მოედნის ე.წ. ტერიტორიაზე. თუ ეს არის ის რეალობა, რასაც ქალბატონი იოსელიანი თვლის, რომ კოლოსალური, ინტენსიური სამუშაოებია მაშინ ამ ახალგაზრდა გამოუცდელი მინისტრის მოადგილე შეიძლება თავის თავთან მართალი იყოს, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ რაიმე ინტენსიური სამუშაოები მიდის. მედიაშიც გავრცელებული იყო და როგორც პიროვნულად იქ ჩასული ადამიან გეუბნებით, რომ ტერიტორია არის გაპარტახებული, ანაკლიის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სასტუმრო, ფაქტობრივად, ლპობის რეჟიმშია, ანაკლიის ინფრასტრუქტურა განადგურების პირასაა და პორტის სამშენებლო მოედანი ტრაგიკულ სურათს აღწერს“- “-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.