სამართალი
2026-05-07 | 15:02
4 ოქტობერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
4 ოქტობერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივძის გადაწყვეტილებით - ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით,
ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.