სოცმედია
    2026-05-07 | 16:01

    ყველაფრის ღირსები ვართ, 5 კაცი გვირტყამდა თურმე ამდენ ხალხს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    ყველაფრის ღირსები ვართ, 5 კაცი გვირტყამდა თურმე ამდენ ხალხს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

    კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

    "ყველაფრის ღირსები ვართ. 5 კაცი გვირტყამდა თურმე ამდენ ხალხს. 5 კაცს ვერ მოვერიეთ."

    ცნობისთვის, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს.