კომენტარი
    2026-05-08 | 08:54

    იყო დანაშაული და გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო - ზვიად ხარაზიშვილი

    იყო დანაშაული და გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო - ზვიად ხარაზიშვილი

    "იყო დანაშაული და გადაცდომა? - მზად ვარ პასუხი ვაგო" - ამის შესახებ "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სპეცრაზმის ყოფილმა შეფმა, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა.

    "ხარება" ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ დააიდენტიფიცირეს ის სპეცრაზმელები, რომლებიც ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

    მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ - ეუბნება ზვაიდ ხარაზიშვილი "პირველებს".

    ხარებას მტკიცებით, მისი გდდ-ში მუშაობის 18 წლის განმავლობაში არასოდეს უკანონო ბრძანება არც მიუღია, არც შეუსრულებაი და არც თავად გაუცია. 

    ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე - ასეთი ბრძანება ჩემთვის ვინმეს არ მოუცია და არც მე  გამიცია - ამბობს გდდ-ს ყოფილი შეფი.  

    “18 წელი ვიყავი მე სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია - ან ვინმე მოკალი, ან ვინმე სცემე. იცი, რამდენი მინისტრი გამოვიცვალე და რამდენი მთავრობა და არ ყოფილა მსგავსი რამე. კიდევ გეუბნები, იყო დანაშაული, იყო გადაცდომა? მზად ვარ პასუხი ვაგო პირადად მე. არც მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა  ვინმეს და რაც იყო ცუდი, გაეკეთებიანთ. არც ჩემთვის არავის დაუვალებია. სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეგ, რომ მეკითებიან, იყო ეგეთი ბრანება? - არ იყო. არაფერი ბრძანება არ ყოფილა.

    ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ.

    მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ", - ამბობს ხარება.

    ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს - განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა. 

    ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

    წყარო