კომენტარი
    2026-05-14 | 09:00

    ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის და ცდილობენ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - შალვა პაპუაშვილი

    ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის და ცდილობენ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - შალვა პაპუაშვილი

    საქართველოს წინააღმდეგ „მოქოქილი“ პროპაგანდა არ მუშაობს, ბრიუსელი მართალ სიტყვას უფრთხის და ცდილობენ, საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

    „კონტექსტშია დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ვხედავთ. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, ძალიან აფრთხობთ სიმართლე. ესმით, რომ არ მუშაობს პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონები იხარჯებოდა საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების, რომლის მიზანიც არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას, დიდი ხანია,  ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, თავიანთ ვიწრო წრეში პატარა ბწკენას ცდილობენ მედიის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2“-ს და „პოსტივის“ ერთი წლით აკრედიტაცია შეუჩერა.